LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაცნობის დღეს მათკენ გავეშურე, მინდოდა ჩავხუტებოდი და მათგან მხოლოდ ცივი მზერა მივიღე“ – მეგან მარკლი პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონზე

245
სამეფო-ოჯახი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ღია ომი გრძელდება. დოკუმენტური ფილმის „ჰარი და მეგანი“ ახალ ეპიზოდში მეგან მარკლი პრინც უილიამთან და ქეით მიდლტონთან პირველ შეხვედრას იხსენებს. მეგანის თქმით, მან უელსის პრინცი და პრინცესა მაშინ გაიცნო, როცა ისინი ჰარიმ სახლში დაპატიჟა:

„საკუთარ ეზოში ვიყავი, არაფორმალურ გარემოში ვხვდებოდით, ფეხშიშველი, ჯინსებში. მათ შესახვედრად პირველი ჰარი გავიდა. როცა დავინახე, მათკენ გავეშურე, მინდოდა ჩავხუტებოდი და მათგან მხოლოდ ცივი მზერა მივიღე“ – იხსენებს მეგანი სერიალის ახალ ეპიზოდში.

მეგან მარკლი არ უშვებს შანსს ხელიდან, გაუსვას ხაზი იმ გარემოებებს, რის გამოც მას სამეფო ოჯახიდან წასვლა მოუწია. ქეითთან კონფლიქტზე მეგანმა ოპრა უინფრის შოუშიც ისაუბრა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მეგანმა და ქეითმა ქორწილის  დღეს იკამათეს.

„არ ვგავარ უბედურ ქალებს, მარგალიტის საყურეებითა და ნაძალადევი ღიმილით“ – მეგან მარკლიმ ქეით მიდლტონზე მიანიშნა

ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი, დედოფლის პატივსაცემად, მისი ნაჩუქარი სამკაულებით გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები