LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა – ონლაინ უნივერსიტეტის ცნება“ – მინისტრის განცხადებით, ახალი კანონპროექტით, შესაძლებელი იქნება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური იყოს 

141
გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება. 

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, და რიგ შემთხვევაში, ასევე პროფესიულ განათლებას.

ვინ შეძლებს 1-წლიანი მაგისტრატურის და 3-წლიანი ბაკალავრიატის გავლას – რა წერია ბრძანებაში

მინისტრის თქმით, ეს მიმართულება, პრაქტიკულად იცვლება და ახლებურად ყალიბდება. დასაშვები გახდება არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით თეორიული სწავლება ელექტრონულად წარიმართოს, ასევე, შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა.

„ჩვენ, რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე, საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის.

მესამე მიმართულება, ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ, ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა, რომელიც აქამდე მოგეხსენებათ იყო აკრძალული, პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, თუმცა ასევე შესაძლებელი იქნება, მომავალში ქვეყნის ნუსხების დამატება“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამილახვარი: „სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის პროგრამის შედეგად სწავლას 4 000-მდე ადამიანი დაუბრუნდა“

მინისტრის თქმითვე, კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში – ონლაინ უნივერსიტეტის ცნება. ამილახვარის განცხადებით, მისი კონცეფციის დამუშავება, სამინისტროს დაევალება, რაც უმაღლესი განათლების სექტორისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობას შექმნის.