LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჩერებული საათში დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს: პრეზიდენტის განცხადებას კოალიციური მთავრობის შესახებ გიგა ბოკერია აფასებს

258
გიგა ბოკერია

“ამ შემთხვევაში სწორია. ქვეყანას სჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს.” – ასე ეხმაურება გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა კოალიციური მმართველობის არსებობის მნიშვნელობაზე გააკეთა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ამას სირთულეები ყოველთვის აქვს. “იმიტომ რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია არ გვაქვს”

ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია – აცხადებს ბოკერია

მისი თქმით, ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები