LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან

269
BeFunky-collage (3) (1)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლები კარგად არიან ადაპტირებულები და მექანიზმები აქვთ შექმნილი, რომ შემთხვევებზე რეაგირება სწრაფად მოახდინონ.

თუ ადამიანმა კორონავირუსის სხვა შტამები გადაიტანა, მას იმის გარანტია, რომ „ომიკრონი“ აღარ შეხვდება, არ აქვს – გაბუნია

“ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო პროცესი. თუმცა, პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს იმაზე, რომ ბავშვებმა, სწავლა საკლასო გარემოში გააგრძელონ. მასწავლებლების ვაქცინაცია ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო.

სკოლები დღეს, პანდემიის მართვისთვის, თავის მიკრო გარემოში კარგად არიან მზად, ამდენად ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სკოლის გარემოში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში.

PCR-მაც შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე ვერ დაადგინოს “ომიკრონი”, დარჩით სახლში და მე-2, მე-3 დღეს ჩაიტარეთ ტესტი – გაბუნია მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. 

გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა იყო დადასტურებული.

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 5381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1065 პირი