LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: შესაძლებელია შეიქმნას საწოლფონდის პრობლემა, ამ ეტაპზე თავისუფალია 1 328 საწოლი

37
BeFunky-collage (3)

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, რაც მინისტრის მოადგილის თქმით, არ არის გასაკვირი მაღალი მობილობიდან გამომდინარე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 1 328 თავისუფალი საწოლია, თუმცა შესაძლებელია, საწოლფონდის კუთხით პრობლემები შეიქმნას.

მისივე თქმით, აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით კოვიდსასტუმროები ნაწილობრივ არის გამოყენებული.

“დატვირთვა ძირითადად არის თბილისში, ქუთაისა და ბათუმში, 1 328 თავისუფალი საწოლია, ბავშვთა საწოლფონდის კუთხით არ აღინიშნება დეფიცით. მილიონნახევარი დოზაა ჯამურად ბოლო პერიოდში შემოტანილი, შემთხვევბის სწრაფიმატება გვაქვს, რაც არ არის გასაკვირი მაღალი მობილობიდან გამომდინარე, რაც ამ პერიოდში ჩანს. საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას, ტურისტული სეზონის გათვალისწინებით კოვიდსასტუმროები ნაწილობრივ არის გამოყენებული”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, პედიატრიული საწოლები ჯერჯერობით საკმარისია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატება და ამ ეტაპზე, პრობლემა არ არის”, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები