LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: მწვანე საშვს ახლავს ტექნიკური აღსრულების ნაწილი, მოკლე ხანში სისტემა მზად იქნება გასაშვებად

34
კოვიდ პასპორტი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მწვანე პასპორტების“ შემოღების გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით დაინერგება ის საქართველოში, საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს. მისივე თქმით, პაკეტები უკვე შეთავაზებულია.

გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის მხრივ, აუცილებელია ინდივიდუალურ დონეზე საგანმანათლებლო და საკონსულტაციო კამპანიის გაგრძელება.

გაბუნია: თითო ვაქცინირებულმა 1 ადამიანიც რომ დაარწმუნოს, ეპიდსურათი გაუმჯობესდება

მეორე რესურსი კი, როგორც ეს გაბუნიამ აღნიშნა, რომელიც დარჩენილია ქვეყანაში და ჯერ არ გამოგვიყენებია – ეს არის მწვანე საშვის მექანიზმის აქტიური გაფართოება.

„ჯერჯერობით, მწვანე საშვის მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში – დიდი კონფერენციებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, ჩვენს მეზობელ და ევროპის ქვეყნებში

მწვანე საშვს ახლავს მთელი რიგი ეთიკური და ტექნიკური აღსრულების ნაწილი, რაზეც მიდის მუშაობა და მოკლე ხანში, ეს სისტემა გასაშვებად მზად იქნება. მთავარი ახლა ისაა, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს უსაფრთხო,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არსებული მოდელით, საბჭო ბევრი ქვეყნის გამოცდილებას გამოიყენებს. მისი თქმით, კოვიდპასპორტი მნიშვნელოვანია იქ, სადაც საქმე ეხება გართობის ღონისძიებებს, სარესტორნო ბიზნესს; ასევე მნიშვნელოვანია სასტუმროების უსაფრთხოებისთვის.

დამატებითი შეზღუდვების დაწესება აბსოლუტურად აზრს მოკლებულია – გაბუნია

„კოვიდპასპორტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროებების შემთხვევაში – სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. ჩვენ უნდა დავიწყოთ და ვნახოთ, რა მიმართულებით და რამდენად ფართოდ შეგვიძლია მისი გამოყენება. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და დაზუსტდება ვადები, როდიდან შევა ძალაში მწვანე პასპორტი.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, „მწვანე პასპორტი“ აუცრელი პირებისთვის გარკვეულ კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებზე მონაწილეობის შეზღუდვას ნიშნავს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით გეგმავს სახელმწიფო საქართველოში „კოვიდპასპორტების“ შემოღებას.

რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა იმატებს, 330-ს გადააჭარბა: გაბუნია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები