“ომიკრონით” ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევა არის 1 200-ზე ცოტა მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მონაცემების მიხედვით, “ომიკრონის” შტამი უმეტესად თბილისში ცირკულირებს.
ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი სავარაუდოდ მათემატიკური მოდელირებით მიუთითებს, რომ არის “ომიკრონი”, უმეტესობა თბილისში.
ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებული ორჯერ , ჰქონდათ ასავე ბუსტერ დოზაც გაკეთებული, ამდენად ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი ვაქცინაციითაა განპირობებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ქვეყანაში ამეტაპზე ტესტების რაოდენობა საკმარისია.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.