LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრაზებული თბილისის მერობის კანდიდატი: რატომ აარჩია ეს ფრაზა უდუმაშვილმა?

76

თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც ამომრჩევლების წინაშე “გაბრაზებული თბილისელების მერად” წარსდგა, გადაცემა რეაქციაში ინგა გრიგოლიას მწვავე კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, თუ რატომ წარსდგა ამ ფრაზით უდუმაშვილი ამომრჩევლების წინაშე, ყოფილმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ეს იდეა თავად თბილისელებმა მიაწოდეს.

“ეს არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები, რომლებიც მე ემოციური დატვირთვისთვის გამოვიყენე ჩემს წარდგენაზე. ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ვისაც ვხვდები, ყველა საუბრობს ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე, გაბრაზებული ტონით. ყველა საუბრობს იმაზე, რომ ამის ატანა და მოთმენა აღარ შეიძლება. მე ეს იდეა მომაწოდეს თბილისელებმა. მე იმიტომ ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი, რომ დღეს თბილისი მართლაც გაბრაზებულია”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ის ამ ნაბიჯით დიდ რისკზე წავიდა, თუმცა ამისთვის მზად არის.

ზაალ უდუმაშვილის ამ ფრაზამ – “მე გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარ”, საზოგადოებაში დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები