LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ: ამირან გამყრელიძე

105
ამირან გამყრელიძე

„გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა – ხომ არ არის გაბრაზებული საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

გამყრელიძის თქმით, ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა.

„სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მათ შორის მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, ამ დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა,“ – თქვა გამყრელიძემ და დასძინა, რომ რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე.

„დარწმუნებული ვარ, აღსრულება მაქსიმალური იქნება, რომელიც სერიოზულ შედეგს მოიტანს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით ჯარიმით, დალუქვით, ასევე არ უნდა იყოს.

ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე დიდი „ბუსტერი“ გახლავთ სწორედ ეს შეკრებები. ამიტომ, უარი უნდა ვთქვათ მათზე. თუ არადა, დალუქავენ დარბაზებს და ეს იქნება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები