„გაბრაზდნენ იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე არ არის იმ ტიპის დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელიც ირაკლი კობახიძის ჭკუაზე გაივლის, ან ამ უბედური ანრი ოხანაშვილის, ან მათიკაშვილის“– პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ „ოცნება“ პრეზიდენტზე გაბრაზებულია და ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტის დასჯა.
„გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს პრეზიდენტის დასჯა ამ ფორმით.
ასევე, არ უნდათ სტატუსი [კანდიდატის] მიიღოს საქართველომ. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს პროცესი…
წლის ბოლომდე ყოველდღე ველოდებით ევროკავშირის შეფასებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აქამდე თუ თავს იკავებდი, ახლა რატომ გჭირს თავშეუკავებლობა, ე.ი. იგი არ გინდა, რომ ამ პროცესს მიეხმარო.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს მეზობელი ქვეყნის ინტერესების გაგრძელებაც იყოს, რადგან პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკული განცხადებები გვესმის“,– განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა
პრემიერი – კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს, დროული იყო ეს პროვოკაციები?