LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბოლებენ თქვე უბედურებო, რა გავაკეთოთ ახლა? აქეთ მხარეს ჩვენ დავდგეთ და განახოთ, რამდენი ვართ?! გისმენთ ამდენი ხალხი, აი, [ყელშია] უკვე“ – გია გაჩეჩილაძე

941
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„გაბოლებენ თქვე უბედურებო, ჩვენ ქვეყანაში უნდათ სისხლი, უბედურება და დაპირისპირება, მეტი ამოცანა არ აქვს ამას“ – ასე მიმართავს გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან აქციებსა და მასში მონაწილე მოქალაქეებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

„თქვენ ეტყობა არ გახსოვთ, როგორ მიიღებოდა კანონები მაშინ. საერთოდ, ვინ ვის ეკითხებოდა რა კანონს იღებდნენ, რას აუქმებდნენ და რას არა?!

ბოკერია დარბოდა პარლამენტის შენობაში, თავში ურტყამდა გაზეთებს და იძახდა – ამ კანონს მიიღებთ, ამ კანონს არა.

თქვენთვის დღევანდელი სიტუაცია არაფერს ნიშნავს, ხომ?

გისმენთ ამდენი ხალხი, გისმენთ და აი, აქ [ყელშია] უკვე. რა გავაკეთოთ ახლა? აქეთ მხარეს ჩვენ დავდგეთ და განახვოთ, რამდენი ვართ?!

რა უნდა გავაკეთოთ, გამაგებინეთ? არ გვინდა სისხლის დაღვრა.. თავს ვიკავებთ და არც გავაკეთებთ ამას..

 

მინდა რომ საქართველოს და ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდეს

მინდა რომ საქართველოს და ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდეს მაგრამ არმინდა ფინთი გოიმებივით დავგოიმდეთ | უცნობი

გადაცემა ? https://www.facebook.com/iucnobi/videos/516138780674926

Posted by აი უცნობი • i ucnobi on Wednesday, March 8, 2023

 

მინდა რომ საქართველოს და ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ არ მინდა ფინთი გოიმებივით დავგოიმდეთ“, – თქვა გია გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები