LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბაშვილი:”მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გამოიყვანონ კასტეტებით შეირაღებული ორკები”

112

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კორცხელში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გოკა გაბაშვილმა გააკეთა. „თბილისიდან ჩაყვანილმა ზონდერბრიგადებმა, კუნთმაგარმა ბრიგადებმა, რომლებიც აცხადებენ რომ ტურისტები არიან მოაწყვეს თავდასხმა ჩვენს წარმომადგენლებზე, ისინი იყვნენ შეიარაღებული კასტეტებით რკინის ხელჯოხებით და მოაწყვეს სერიოზული ფიზიკური ანგარიშსწორება ყველასთან, ვინც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ხელისუფლების და ეს ხდებოდა სინქრონში პოლიციასთან, რომლებიც საერთოდ არც ეკარებოდა ამ ზონდერჯგუფებს. არათუ ვინმე არ არის დაკავებული, არამედ ეხლაც დგანან საარჩევნო უბანთან და ხელს უშლიან ხმის მიცემაში. დაძაბულობის პოტენციალი კიდევ არსებობს, ეს ჯგუფები არსად არ წასულან, რაც ერთი მათგანი დაკავებული არ არის, არც ერთი მათგანი გაყვანილიც კი არ არის ტერიტორიიდან. სამარცხვინოა ცესკოს განცხადება, რომელმაც ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ, ერთის მხრივ იქ იყვნენ ჩასული პოლიტიკოსები, მეორეს მხრივ იქ იყვნენ ჩასული ჩვეულებრივი სადამსჯელო ზონდერ ბრიგადა, რომელიც თავს დაესხა ხალხს,”-აცხადებს გაბაშვილი. მისი თქმით, “მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ კვირიკაშვილს და მის მბრძანებელ ბიძინა ივანიშვილს. “