LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაავრცელეთ..! ვაკეში, ძიძა ჩაკეტილი იყო და სახლის დატოვებას ვერ ახერხებდა, 5 თვის განმავლობაში ამ გრაფიკით იმუშავა” – რა მიმართვას ავრცელებს „ძიძების ასოციაცია“

1395
ing (1)

“ძიძების ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს და ოჯახში, ბავშვის მოვლის მსურველებს აფრთხილებს.

როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში, კავსაძის ქუჩაზე მოსახლე ოჯახში, რომელიც 24 საათიან ძიძას ეძებს, უფლებების შელახვის და ფიზიკური ზიანის საფრთხეა.

“ძიძების ასოციაცია” წერს კონკრეტულ შემთხვევაზე, რა დროსაც აღნიშნულ ოჯახში დასაქმებული ძიძა სახლში ჩაკეტილი იყო და სურვილის მიუხედავად, სახლის დატოვებას ვერ ახერხებდა:

“ძვირფასო ძიძებო,

ძიძების ასოციაცია გაფრთხილებთ თბილისში, კავსაძის ქუჩაზე მოსახლე ოჯახის შესახებ, რომელიც ეძებს 24 საათიან ძიძას. იცოდეთ, რომ ოჯახში არსებობს თქვენი უფლებების შელახვის და ფიზიკური ზიანის საფრთხე. თუ მაინც გადაწყვეტთ მუშაობის დაწყებას, აუცილებლად გააფორმეთ ხელშეკრულება.

რამდენიმე დღის წინ ასოციაციას დაუკავშირდა ძიძა, რომელიც დასაქმებული იყო ამ ოჯახში და ითხოვა დახმარება, რადგან იყო ჩაკეტილი და სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებდა სახლის დატოვებას.

– ჩვეულებრივ, მას სამუშაო დღე-ღამის მანძილზე არ ჰქონდა სახლის დატოვების ან ბავშვის გასეირნების უფლება. 5 თვის განმავლობაში ამ გრაფიკით იმუშავა 24-საათიან რეჟიმში და შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები;

– კვირაში 1 დასვენების დღე ხშირად იყო გამოყენებული ოჯახის მიერ, შეთანხმების და დამატებითი ანაზღაურების გარეშე;

– ბავშვთან ძიძა თითქმის მუდმივად მარტო იმყოფებოდა;

– თითქმის არასდროს ითვალისწინებდნენ ძიძის ნებას, სურვილს და უფლებებს;

– სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ 1 თვით ადრე გაფრთხილების მიუხედავად, ძიძას არ აძლევდნენ სახლის დატოვების უფლებას და განზრახ არ მიდიოდნენ სახლში, რომ მას არ დაეტოვებინა ბავშვი;

– ძიძა იმყოფებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის მდგომარეობაში და ამის გამო, (კარის ჩამკეტი კოდის ცოდნის მიუხედავად), ვერ იღებდა სახლის დატოვების ან 112-ზე დარეკვის გადაწყვეტილებას;

– ძიძების ასოციაციამ მას გაუწია საჭირო კონსულტაცია. სატელეფონო კონტაქტით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის და დარწმუნების შედეგად, მოახერხა სახლიდან გამოსვლა და ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება.

ამ ეტაპზე ასოციაცია შეგნებულად არ ასაჯაროებს ოჯახის ვინაობას.

თუ კიდევ ვინმე ხართ მსგავს პირობებში, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მომართოთ ასოციაციას.

‼️ გაავრცელეთ წერილი, რომ ძიძებმა გაიგონ ოჯახის შესახებ და გააფრთხილონ ერთმანეთი”, – აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები