LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაათავისუფლებენ თუ არა დეკანოზ მამალაძეს, რომელიც უკვე პარალიზებულია – რას ამბობენ ადვოკატები

111
დეკანოზი

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. როგორც EMC – ის წარმომადგენელმა ქეთი ჩუთლაშვილმა რადიო “ფორტუნას” დღის თემაში განაცხადა, მათ ამის შესახებ შუამდგომლობა უკვე დააყენეს.  მისი თქმით, მთავარი მიზეზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა.

“გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამი ექსპერტიზით დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა, ხოლო საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, დაინვალიდების სერიოზული რისკი არსებობს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა - ექიმი

პაციენტის მარჯვენა ხელ-ფეხის მოქმედება პარალიზებულია, თუმცა თავად კონტაქტურია და ადეკვატურია

ის ამ დროისთვის პარალიზებულია. ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი”, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ხვალინდელ სასამართლოზე სწორედ ამ საკითხის განხილვა მოხდება, თუმცა როგორც ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ხვალ გამოტანილი ვერ იქნება, რადგან საქმეზე არაერთი მოწმეა დასაკითხი და ეს პროცედურულად, გარკვეულ დროს მოითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები