LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გააქრობს თავისუფალ აზრს” – სენატორი შაჰინი “აგენტების კანონზე”

144
ჯინ_შაჰინი

საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული “ფარას” მსგავსი არ არის და რომ ის რუსულის ანარეკლია. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მან საქართველოში შეიძლება იგივე შედეგი მოიტანოს, როგორიც მას რუსეთში მოჰყვა – ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გაქრობა.

“ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც.

ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის” – განაცხადა სენატორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები