LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააგზავნეთ წერილი! სააკაშვილმა შეძლო საქართველოსთვის სანატრელი ვაქცინის შოვნა – გიორგი ჩალაძე მთავრობას მიმართავს

229
გიორგი ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მალტადან ვაქცინის შემოტანაზე შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი მთავრობაზეა.

სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ვაქცინის მისაღებად გეგმას სთავაზობს

„გააგზავნეთ წერილი! ამით ხალხს დავეხმარებით! ვაქცინაცია ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დგას!“ – ამ განცხადებით ჩალაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობას მოუწოდა გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რათა დროულად გაუგზავნონ წერილი მალტის ხელისუფლებას და ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანონ.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, არის ვაქცინაცია. ვაქცინა ასევე ჩვენი ეკონომიკისა და ქვეყნის გახსნის საშუალებაა. მიხეილ სააკაშვილმა შეძლო და უზრუნველყო საქართველოსთვის სანატრელი ვაქცინის შოვნა. მოლაპარაკებები შემდგარია, შეთანხმება მიღწეულია და საქართველოში ვაქცინის შემოტანას მხოლოდ ჩვენი მთავრობისგან ოფიციალური წერილით მიმართვა სჭირდება.

ეს საქმე ყოველგვარ პოლიტიკას სცდება, ესაა ზეპარტიული, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ გთხოვთ, მათ ვინც დღეს შეკრებილები ხართ მთავრობის სხდომაზე, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მზად ვარ გაგაცნოთ შეთანხმების დეტალები და დაგეხმაროთ. თუ ჩვენ არ მივიღებთ დადასტურებას რომ წერილი იგზავნება, საზოგადოება დავაორგანიზებთ, რომ მოქალაქეებმა მიმართონ მალტის ხელისუფლებას დახმარებისთვის“. – განაცხადა ჩალაძემ.

მალტაში საქართველოს ელჩი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს – რა ხდება ვაქცინის შემოტანაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები