LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გააცოცხლეთ ინტერიერი” – ხელოვნური მცენარეებისა და ბუნებრივი ხის მასალით დამზადებული კედლის დეკორაციები “ვოლდეკოსგან” 

234
ვოლდეკო

გსურთ შექმნათ კუთხე, რომელიც ყოველი ახალი დღის დასაწყისს უფრო ხალისიანს გახდის? არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სახლი, ოფისი, კაფე თუ რომელიღაც სხვა დაწესებულება – „ვოლდეკო” გთავაზობთ ხელოვნური მცენარეებისა და ბუნებრივი ხის მასალით დამზადებულ კედლის დეკორაციებს, რომლებიც უფრო ცოცხალს გახდის თქვენს გარემოს და აგიმაღლებთ განწყობას.

“უკვე მეხუთე წელია ამ საქმიანობით ვართ დაკავებული. კერძოდ, ხელოვნური და ბუნებრივი მასალის გამოყენებით ვამზადებთ სხვადასხვა ფორმის დეკორაციას, რომლებითაც შეგიძლიათ გააფორმოთ სახლი, ოფისი, კაფე და სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცე. ამ ეტაპზე უფრო ხშირად ღია კაფეები და ტერასები მოგვმართავენ”, – ამბობენ “ვოლდეკოს” წარმომადგენლები.

როგორ გაჩნდა იდეა?

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ფორუმ „ახალ ნათებასთან“ და კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვესწრებოდით საერთაშორისო გამოფენებს. ავეჯის კონცეპტების მოწყობის დროს ვიყენებდით მცენარეებს და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ მცენარეებისთვის მიგვეცა სხვა დატვირთვა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ, პირველ ეტაპზე საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა პატარა ჩარჩოებში დამზადებული საცდელი ნიმუშები. ასეც მოვიქეცით და სწორედ ამ ნაბიჯმა განაპირობა ჩვენი შემდგომი პოპულარობა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლის მხრიდან და გადავწყვიტეთ, უფრო ფართო მიმართულება მიგვეცა.

მომხმარებლები მოგვმართავენ როგორც სახლის ინტერიერის გასაფორმებლად, ასევე სამედიცინო და ესთეტიკური დაწესებულებების კედლების გასაკეთებლად. ხშირად გვაქვს მოთხოვნა კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების შემთხვევებშიც.

ჩვენი დეკორაციები ხელნაკეთია და თითოეული ნამუშევარი არის ინდივიდუალური, რადგან სრულდება დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე. დამზადების პროცესი დამოკიდებულია ადგილის მოცულობაზე და კედლის მასშტაბებზე.

„ახალი ნათების“ ფორუმის შოურუმში გვაქვს მზა მოდელები, რომლებიც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ, ან ინსპირაცია მიიღონ და მოგვცენ კერძო დაკვეთა სასურველი ზომისა და ფორმის მიხედვით.

ხელოვნური მცენარეების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. დეკორაცია არის მუდმივი, მარტივია მისი მოვლა, ადვილად იწმინდება და არ ზიანდება. ჩვენი დამკვეთები ყოველთვის კმაყოფილები არიან იმით, რომ მწვანე სივრცეს ვქმნით მაქსიმალურად ბუნებრივს.

ჩვენი კომპანიის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მომხმარებელს ვაძლევთ ორწლიან გარანტიას, გვაქვს მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქცია და ხელშეკრულების ფარგლებში ვთავაზობთ დამკვეთს მორგებულ პირობებს.

ჩვენი კომპანიის ნიშა ის არის, რომ მწვანე კედელი ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ ვინაიდან ჩვენი პროდუქცია ხელოვნურია, გაცილებით უპირატესს გვხდის. პირველები აღმოვჩნდით, ვინც დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და საკუთარი ნიშის დამკვიდრება”, – ნათქვამია “ვოლდეკოს” ინფორმაციაში.

“ვოლდეკო” ახლო მომავალში გაფართოებას და დეკორაციების კიდევ უფრო ფართოდ წარმოჩენას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები