LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააცანი შენი პროექტი ინვესტორებს – საინვესტიციო პროექტების ერთიანი ბაზა გაკეთდება

105

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დაიწყო ახალი (Greenfield) საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების ერთიანი ბაზის ფორმირება, რათა შემდგომში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ ინვესტორებთან, მათი დაინტერესების მიზნით.

საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, რომლებსაც საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე განახორციელებს – სააგენტო აწარმოე საქართველოში.

სექტორული კუთხით პრიორიტეტი ენიჭება აუთვისებელი და ნიშური ინდუსტრიების განვითარებას, რასაც ქვეყანაში საშუალო და გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. ამასთანავე, საინვესტიციო პროექტის/შეთავაზების საინვესტიციო მოცულობა უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს.

დაინტერესების შემთხვევაში ქვემოთ მითითებული ინფორმაცია უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:  [email protected]

სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროექტზე

კომპანიის შესავსები ფორმა და პროექტის მოკლე აღწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები