Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
G7-ის ქვეყნები უკრაინას თავდაცვით იარაღსა და სამხედრო ტექნიკას გაუგზავნის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

G7-ის ქვეყნები უკრაინას თავდაცვით იარაღსა და სამხედრო ტექნიკას გაუგზავნის

99
g7-1566548340

G7-ის ქვეყნები უკრაინას თავდაცვით იარაღსა და სამხედრო ტექნიკას გაუგზავნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.

გარდა ამისა, ქვეყნები უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

„პარტნიორები მზად არიან უკრაინისთვის უზრუნველყონ მეტი პრაქტიკული საშუალებები თავდაცვისთვის. ეს არის იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ფინანსური მხარდაჭერა.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი მტკივნეული სანქციები პუტინის ომის შესაჩერებლად“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ევროკავშირი აცხადებს, რომ მას სურს დაიწყოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. როგორც BBC წერს, ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და რუსეთისთვის ევროპის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზეც ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები