LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

G7 – “ჩვენ არასდროს ვაღიარებთ იმ საზღვრებს, რისი შეცვლაც რუსეთმა სამხედრო აგრესიით სცადა”

58
FSlJXCgWUAAeML-

“ჩვენ არასდროს ვაღიარებთ იმ საზღვრებს, რისი შეცვლაც რუსეთმა სამხედრო აგრესიით სცადა,” – დიდი შვიდიანის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

დიდმა შვიდიანმა კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთს, შეწყვიტოს არაპროვოცირებული ომი.

„რუსეთმა დაარღვია გაეროს ქარტია და ეჭვქვეშ დააყენა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური პრინციპები, რაც დაცულია ჰელსინკის საბოლოო აქტითა და პარიზის ქარტიით და საკუთარი ქმედებების გამო მას [რუსეთს] პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენ უარვყოფთ ყველანაირი გავლენის სფეროს კონცეფციას და ნებისმიერი ისეთი ძალის გამოყენებას, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ იმ საზღვრებს, რისი შეცვლაც რუსეთმა სამხედრო აგრესიით სცადა და მხარს დავუჭერთ ჩვენს ჩართულობას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ შორის ყირიმში და ყველა რეგიონში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები