კომპანია Future Laboratory-ს დამფუძნებელი, ირაკლი ქაშიბაძე ყაზახური მხარის მოწვევით, ცენტრალური აზიის რეგიონში ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე – Go Viral-ზე, სპიკერის სახით მიიწვიეს.
როგორც ”ფორტუნას” Future Laboratory-დან აცნობეს, ღონისძიებას 14 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. კონფერენცია ინოვაციების, განათლების, კრეატიული ინდუსტრიების და ტექნოლოგიებს საკითხებს ეხებოდა.
“ირაკლი ქაშიბაძის მიერ ჯამში 3 სესია იყო წარმოდგენილი, ციფრული ტრანსფორმაციის და განათლებაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. Future Laboratory-ის გამოცდილაბამ და ინფორმაციამ წარმოდგენილი საკითხების გარშემო, ყაზახური და სხვა ქვეყნების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით Future Laboratory-ის ახალი პროექტის მიმართ, რომელიც სკოლებში პროექტებზე დამყარებული სწავლების და მომავლის ლაბორატორიების დანერგვას ეხება”, – აცხადებენ Future Laboratory-ში.
მათივე ცნობით, Future Laboratory-ი ყაზახურ მხარესთან, განათლების დარგში, ინოვაციების დანერგვის კუთხით თანამშრომლობას გეგმავს, ასევე იგეგმება პროექტები სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების – Fablab-ების შექმნის კუთხით შუააზიის ქვეყნებში.