Future Laboratory-ს დამფუძნებელი, ირაკლი ქაშიბაძემ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ ორგანიზებულ ვორქშოპზე, 10 ქვეყნის წარმომადგენელს ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილებული იყო საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციები ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და რა როლს თამაშობს განხორციელებული ინვესტიციების ამოღების პროცესში, ინფრასტრუქტურა ინოვაციებისათვის. მოყვანილი იყო მაგალითები პროექტების, რომელსაც Future Laboratory-ი ახორციელებს საქართველოში და სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ეხება მომავლის ტექნოლოგიებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, კავშიგაბმულობის ახალ თაობებს და სხვა პერსპექტიულ ტექნოლოგიებს.