LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუტკრის თერაპიის ოთახი – „ვაიო რეზორტში“ სტუმრებს სამედიცინო ტურიზმის სერვისი დახვდებათ

330
ვაიო

ფუტკრის თერაპიის ოთახი – ახალი სერვისით სარგებლობა მაღალმთიან აჭარაში შეგიძლიათ. ქედის რაიონის სოფელ ვაიოში მდებარე „ვაიო რეზორტში“ ტურისტებს საინტერესო გამოცდილებას სთავაზობენ.

როგორც „ვაიო რეზორტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ელისაბედ ჯორბენაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ფიქრი კოვიდ პანდემიის შემდეგ დაიწყეს. მისი თქმით, ფუტკრის თერაპიის ოთახი განსაკუთრებით მიმზიდველი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბრონქების და ფილტვების პრობლემები აქვთ.

„ვფიქრობთ, ეს ჩვენი უნიკალური მიგნებაა და ამის შესაძლებლობა გარემომ მოგვცა. სამედიცინო ტურიზმთანაც ახლოს რომ ვყოფილიყავით და ამ მიმართულების სტუმრების ინტერესებიც გაგვეთვალისწინებინა, სტუმრებს ვთავაზობთ თერაპიულ ნაწილს. მათ შეუძლიათ, განთავსდნენ ოთახში ფუტკრების სკებთან ერთად, რომლებიც აქტიურია და სამუშაო პროცესშია. ძალიან სასარგებლოა ბრონქებისთვის, ფილტვებისთვის, რომ  ჩაისუნთქონ სუფთა ჰაერი, რომელსაც ფუტკრები მუშაობის დროს გამოყოფენ. ასევე, ეფექტს ქმნის ხმა. ფუტკარსა და სტუმარს შორის სივრცე აბსოლუტურად და უვნებელია“, – ამბობს ელისაბედ ჯორბენაძე.

როგორც „ვაიო რეზორტში“ გვითხრეს, ფუტკრის თერაპიის ოთახი განსაკუთრებულ ინტერესს უცხოელ ვიზიტორებში იწვევს.

„კონსულტაცია გვქონდა უცხოელ სტუმრებთან, აღფრთოვანდნენ და მოგვცეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება უფრო მივუახლოოთ სამედიცინო დანიშნულებასთან. იდეა, რომელსაც გამაჯანსაღებელი დატვირთვა აქვს, პანდემიის დადებითი გავლენაა. სასუნთქი გზების გაჯანსაღების ნაწილი ყველასთვის აუცილებელ დღის წესრიგად იქცა. იდეა ჩვენი ოჯახის წევრს ეკუთვნის, რომელსაც ვირუსი ყველაზე რთულად შეეხო“, – გვიყვება „ვაიო რეზორტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

კომპლექსი „ვაიო რეზორტი“ აჭარაში, ზღვის დონიდან 380 მეტრზე მდებარეობს. ოჯახის მიერ დაარსებული კომპლექსი უკვე 1 წელია არსებობს და სტუმრებს კომპლექსურ სერვისს სთავაზობს, როგორც განთავსების, ასევე სარესტორნე მიმართულებით. ტურისტებს არაჩვეულებრივი გარემო, უგემრიელესი კერძები, ქართული მუსიკა და კვადროტურის შესაძლებლობა დახვდებათ. არსებობს სივრცეები წყვილებისთვის, ოჯახებისთვის და მეგობრებისთვის. ამასთან, კომპლექსი ბიზნეს შეხვედრებისა კონფერენციების დაგეგმვისთვისაც კარგი ლოკაციაა.

მთა, ზღვა, ექსტრემალური გართობა და ტრადიციული კერძები – რა ელოდებათ აჭარაში ჩასულ ტურისტებს წელს