დაცული ტერიტორიების სააგენტო საზოგადოებას ამჯერად ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ფუმფულა მაცხოვრებლებს აცნობეს და სოციალულ ქსელში მურა დათვების ფოტოებს ავრცელებს.
ფოტოების ავტორი რეინჯერი ნოდარ ტოხოსაშვილია.
ცნობისთვის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მიუნიციპალიტეტში მდებარეობს და მოიცავს სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილსა და როშკის ბუნების ძეგლს. მისი საერთო ფართობი 79 908 ჰა-ია. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები დედაქალაქიდან დაშორებულია 150 კმ -თ.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის მთავარ მიზანს წარმოდგენს აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ორგანული სამყაროს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია საქართველოში თავისი უნიკალური ლანდშაფტებისა და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ, იშვიათ და ენდემურ ფლორისა და ფაუნის სახეობებს.