LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულთან დაკავშირებული უცნაური ცრურწმენები

718

მსოფლიოში ძალიან ბევრი ცრურწმენა არსებობს და მათი დიდი ნაწილი უცნაურობით გამოირჩევა. არსებობს ცრურწმენები, რომლებიც ღიმილს გვგვრის და არსებობს ცრურწმენები რომლებიც გვაოცებს.
დღეს vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ უცნაურ ცრურწმენებზე, რომლებიც ფულს უკავშირდება.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ცრურწმენა გახლავთ ერთდოლარიანი კუპიურა საფულეში  ადამიანთა დიდი ნაწილი გამუდმებით ატარებს მას, რადგან სწამთ, ერთდოლარიანს ბარაქა მოაქვს.


ჩინელებისთვის ფულის მომტანი ამულეტი გახლავთ სამი იუანის ამულეტი, რომელსაც წითელი ლენტით ატარებენ.
კანადელებისთვის ამ ფუნქციას ასრულებს ახალგაზრდა ელიზაბეტ მეორის გამოსახულების მქონე კუპიურები. აღნიშნულ ფულს „ეშმაკის თავებსაც“ კი უწოდებენ, რადგან ფულზე გამოსახული დედოფლის სახეზე დაკვირვების შედეგად, ბევრი ხედავს ეშმაკს. კანადელებს ღრმად სწამთ, რომ ამ კუპიურას ბედნიერება მოაქვს, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული კუპიურები დეფიციტშია, რადგან კანადის ბანკმა ფულზე გამოსახული დედოფლის ფოტო შეცვალა.
რუსეთში იღბლის მომტან მონეტად ითვლება ე.წ. „პიატაკი“.
იგივე მიზნით გერმანელებს ჯიბით დააქვთ გაღუნული ან გახვრეტილი მონეტა.
ფართოდ გავრცელებულ ცრურწმენებს შორის გახლავთ ხელფასის დღეს ფულის ხარჯვისგან თავის შეკავება. ბევრ ადამიანს სჯერა, ყოველგვარი ფულად შემოსავალს პირველი ღამე სრული შემადგენლობით უნდა გაათენებინო სახლში. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ ღამის და საღამოს საათებში ფულის გასესხება უიღბლობის მომტანი ქმედებაა.
ვაჭრებისთვის დამახასიათებელი ცრურწმენაა პირველი მყიდველისგან აღებული ფულის კოცნა და შემდეგ მისი თავზე შემოტარება. ეს ცრურწმენა სათავეს იღებს ინგლისიდან. მისი ავტორები ძველი ბრიტანეთის ხორცით მოვაჭრე ქალები არიან.
ჩინეთში ფულის მოსაზიდ რიტუალად ითვლება კუპიურების მოფერება და გაფრთხილება.

იაპონიაში დაკარგულ საფულეს არავინ ეხება. ეს არ გახლავთ პატიოსნების გამო დამკვიდრებული ტრადიცია. უბრალოდ იაპონელებს სწამთ, ნაპოვნი ფულის სანაცვლოდ ცხოვრება ორჯერ მეტს მოითხოვს მათგან და რაღაც ძალიან ძვირფასს დაკარგავენ უახლოეს მომავალში.

ცრურწმენის გამო 1976 წელს აშშ-ში ორდოლანი კუპიურის გამოშვება შეწყვიტეს. როგორც ცნობილია, ამერიკელთა ნაწილს ორდოლარიანები უიღბლო კუპიურებად მიაჩნდა და ყოველთვის ერიდებოდნენ მას. რიგითი ამერიკელების მიერ ორდოლარიანების მიმართ დამოკიდებულება ისეთ დისკომფორტს ქმნიდა, რომ ხელისუფლებამ მისი ხმარებიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.

და ბოლოს, შეგახსენებთ, vivus.ge გახლავთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე, დაარსების დღიდან მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. 2017 წლის იანვრიდან vivus-ში სესხის აღება კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდა, რადგან შემცირდა სესხის საკომისიო.

სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.vivus.ge

 

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები