LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფულს ვაგროვებ ლაზარეს საჭიროებებისთვის… ადვოკატის მომსახურება რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება – იქნებ შევძლოთ და დავეხმაროთ“ – სალომე ბარკერი

164
Untitled design

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახმა კერძო ადვოკატი დაიქირავა. სალომე ბარკერი საზოგადოებას მოუწოდებს, ლაზარეს საჭიროებებისთვის გაერთიანდნენ და ფინანსური დახმარება გაუწიონ.

„გუშინ, როგორც უკვე იცით, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი იყო. დილით ცოტა ადრე მომიწია მისვლა და სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს ვკითხე, ვინმე ხომ არ არის აქ ლაზარეს ახლობელი-მეთქი, მე არ ვიცნობ ამ ბიჭს და არაფერი ვიცოდი მასზე, ან ადვოკატი ვინ ჰყავს, ან რა სჭირდება და რითი დავეხმარო. ჟურნალისტებმა მითხრეს აგერ მისი ბაბუა დგასო და ასე გავიცანი ლაზარეს უსაყვარლესი ბაბუა გია და დეიდაშვილი თათული. რაღაცნაირი, უბრალო ხალხი, მორიდებულად იდგნენ თავისთვის, მე თან ვექაქანებოდი გაუჩერებლად, თან რუსულ ხელისუფლებას ვლანძღავდი და თან ვამშვიდებდი, როგორც შემეძლო. ბაბუს რაღაცები გამოვკითხე, გავარკვიე, რომ კერძო ადვოკატიც აიყვანეს და ძალიან ძალიან მინდა რამით დავეხმაროთ ამ კაცს, რომელიც ლაზარეს პატრონობს.

შევთავაზე, რომ მინიმუმ ადვოკატის თანხას მაინც შევუგროვებდი, თუ წინააღმდეგი არ იქნებოდა და მორიდებით გაუხარდა, ჯერ ერთი, ვის ულხინს ეხლა ისე, რომ წინასწარ ჰქონდეს გამზადებული მსგავსი ხარჯები, და მეორეც, რამე მხარდაჭერის გამოხატვა მინდა ამ ოჯახისადმი მეც და მჯერა, თქვენც.

მოკლედ, ფულს ვაგროვებ ლაზარეს საჭიროებებისთვის, ჩემს ანგარიშებზე და გადავურიცხავ მის ბაბუს. მხოლოდ ადვოკატის მომსახურება უჯდება რამდენიმე ათასი დოლარი. იქნებ შევძლოთ და დავეხმაროთ. (კი, არასამთავრობოც იცავს, მაგრამ ოჯახს სურს კერძო ადვოკატიც ჰყავდეს, ყველანაირი გაუგებრობა რომ გავფანტო)

TBC #GE78TB7112245061600015

BOG #GE20BG0000000389537900

Paypal paypal.me/salomebarker

მიმღები: სალომე ნიკოლეიშვილი (ანუ მე)

დანიშნულება: ლაზარესთვის“, – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.

 

გუშინ, როგორც უკვე იცით, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი იყო. დილით ცოტა ადრე მომიწია მისვლა და სასამართლოს ეზოში…Posted by Salome Barker on Saturday, 1 April 2023

 

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს – ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები