2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს პოსტს, რომელშიც დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს.
„ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სიმართლე დავამტკიცო“ – ნიკო კვარაცხელიას დედა
„ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭს კი – არა❗️“
შალვა ნუცუბიძის ამ სიტყვებს გვერდს ვერ ავუვლიდი, მით უმეტეს დღეს მისი დაბადების დღეა❗️
ვერც ამ ფოტოს არგაზიარება შევძელი, ზუსტად ორი წლის წინანდელია, 14 დეკემბერს გადაღებული❗️
ჩვენი ბიჭი, ზუსტად ვიცი, სწორედ ასეთი მზერით იდგება დღეს და მოუსმენს ჩემთან ერთად სასამართლო პროცესზე სულგაყიდული უფლებადამცველების გამოსვლას, მე არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ, მით უმეტეს -ადვოკატისას, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა❗️
ბევრი ვეცადე, მაგრამ მე მათ უკეთესი ვერაფერი მოვუფიქრე:
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მრავალს უწია ცოდვამ:
ვინ რა ყოფილა – გამოჩნდა!
კაცი აღმოჩნდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!
ყველა ისეთი აღმოჩნდა,
რა წარმოდგენაც მქონდა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!
ამდენი დ ….. ის ხილვით!”
წერტილები დღევანდელი პროცესის შემდეგ ერთად შევავსოთ ❗️
როგორი დიდი ტკივილით და განცდით დაუწერია ბატონ მუხრან მაჭავარიანს❗️“, – წერს იზა ომაძე.
ამავე თემაზე: