LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუჩქი, ნექტარი, კუკუშა – ყველაზე იშვიათი სახელებისა და გვარების სტატისტიკა

193
გავრცელებული სახელები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს საქართველოში ყველაზე გავრცელებულ და იშვიათი გვარებისა და სახელების სტატისტიკას.

მამაკაცების ყველაზე გავრცელებულ ადგილის სამეული ასე გამოიყურება:

  • გიორგი –  193 337
  • დავით –  68 065
  • ალექსანდრე-  45 549.

მომდევნო ადგილებს იკავებენ შემდეგი სახელები: ლუკა, ნიკოლოზი, ირაკლი, ზურაბ, საბა, ლევანი.

ქალების ყველაზე გავრცელებული სახელების სამეული ასე გამოიყურება:

  • ნინო –  115 744
  • მარიამ – 70 699
  • ანა – 49 462.

მომდევნო ადგილს შემდეგი სახელები იკავებენ: თამარი, მარიამი, მაია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია:

  • ბერიძე-  29 866,
  • კაპანაძე- 19 273,
  • გელაშვილი- 18 308.

მომდევნო ადგილებზე შემდეგი სამი გვარია – მაისურაძე, მამედოვი, გიორგაძე.

საინტერესოდ გამოიყურება იშვიათ სახელთა სია:

  • მილიარდი,
  • ვებერთელა,
  • მხედარი,
  • ვინარი,
  • კუკუშა,
  • ედემი,
  • ფუჩქი,
  • ფიზიკა,
  • პელე,
  • გარინჩა,
  • ნიუტონი,
  • სევდაგულ,
  • ფემისტოკლე,
  • კეკლუცა,
  • ნექტარი,
  • ლამაზი,
  • ვარგისო,
  • მოქეიფე.

იშვიათ გვარების სია კი ასე გამოიყურება:

  • ავგაროზაშვილი,
  • თერძიშვილი,
  • კბილიანაშვილი,
  • ზეცაშვილი,
  • ზურმუხტაშვილი,
  • კრიჭინაშვილი,
  • ვარვარიძე,
  • სურვილაძე,
  • შავთვალიშვილი,
  • უფროსაშვილი,
  • თევდორიკაშვილი,
  • ნამზითიშვილი,
  • ბუჩუხიშვილი,
  • ელკანაშვილი,
  • სასურქინაშვილი,
  • კვიტინი,
  • ღვლიღვაშვილი,
  • მონავარდიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები