ჩვეულებრივი ავტომობილის გაყიდვა ადვილია: საკმარისია განცხადების განთავსება და მყიდველის ლოდინი, რომელთანაც სასურველ თანხაზე მარტივად თუ რთულად შეთანხმდებით.
ზოგჯერ კი მეპატრონეები არამხოლოდ საინტერესო, არამედ ნამდვილად უნიკალური ავტომობილის გაყიდვას ცდილობენ, ამისათვის საუკეთესო სივრცე აუქციონია. აუქციონი, იქნება ეს ტრადიციული თუ ბოლო პერიოდში აქტუალურად ქცეული – ონლაინ ვაჭრობა.
ასეთ სივრცეში ხშირად ძალიან შთამბეჭდავი, უცნაური და გიჟური ეგზემპლარების პოვნაა შესაძლებელი. მათ ხან ნაკლებად ცნობილი ტუნინგ-ატელიეები, ხანაც კი გავლენიანი ავტომწარმოებლების წარადგენენ.