„ნეტფლიქსის“ ახალმა სერიალმა „მისი თვალების მიღმა“, ნახვების აქამდე არსებული ყველა რეიტინგი მოხსნა და IMBD-ს რეიტინგში 10-დან 10 შეფასება მიიღო. მაყურებლის ასეთი მოწონება სერიალის დამაინტრიგებელმა სიუჟეტმა დაიმსახურა. ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელიც სარა პინბოროს რომანის მიხედვით არის გადაღებული. მასში მთავარ როლებს სიმონა ბრაუნი, ივ ხიუსიონი და ტომ ბეიტმანი ასრულებენ.
სიუჟეტის ცენტრში მარტოხელა დედა ლუისია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება მას შედეგ, რაც ის თავის უფროსთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. მთავარი გმირი უფროსის მეუღლისაც უახლოვდება და მასთან მეგობრობას იწყებს, რასაც სასიყვარულო სამკუთხედი ჩიხში შეჰყავს. ირკვევა, რომ იდუმალებით მოცული ცოლ-ქმრის ურთიერთობაში უამრავისა საიდუმლოა, რომლის მსხვერპლიც, ლუისი გახდება.
მაყურებლებმა სერიალს, რომელიც 2021 წელს გადაიღეს, 10-დან 10 ქულიანი შეფასება მისცეს, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. როგორც მაყურებლები აღწერენ, სერიალის ფინალი შოკისმომგვრელია.