LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგის რჩევა: როგორ გავუმკლავდეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისგან მიღებულ სტრესს

75
8dce4c94f25c2e52e4fdadaa4c5a2b249c47391a

ძალიან რთულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გულთან ახლოს არ მიიტანო.

რუსეთის აგრესია, დანგრეული შენობების კადრები, დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობა და თავშესაფრის ძიებაში მყოფი ოჯახები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრის რამაც ბოლო დღეებში ყველა საინფორმაციო საშუალება თუ ინტერნეტი მოიცვა.
რასაც არ უნდა გრძნობდეთ ახლა – სტრესს, ღელვას, შფოთს თუ გულისტკივილს, იცოდეთ რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, აცხადებს რუპერტ სანდერსი, მენტალური ჯანმრთელობის ექიმი ფსიქოლოგი.

ძლიერ სტრესს არაერთი გართულების გამოწვევა შეუძლია, ამიტომ სპეციალისტი მასთან გასამკლავებლად რამდენიმე რჩევას გვთავაზობს.

დაისვენე ინფორმაციის ნაკადისგან
საინფორმაციო საშუალებებისგან და სოციალური მედიისგან დასვენება შიგადაშიგ აუცილებელია. თუკი ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, ტელეფონი ზოგჯერ გვერდით უნდა გადადოთ.
ფსიქოლოგი ყველას ურჩევს, რომ გაჯეტი სხვა ოთახში დატოვოს და გააკეთოს რამე ისეთი, რაც დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგალითად სეირნობა, მეგობართან დარეკვა თუ სერიალის ყურება.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ყველა საინფორმაციო წყარო სანდო არ არის, ამიტომ სწორი ინფორმაციის არჩევა უნდა შეძლოთ.

რუტინა
მძიმე დროს რუტინის დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ტვინს უყვარს, როდესაც დღე სწორადაა დაგეგმილი, ტვინის კომფორტი კი რთული სიტუაციების გადატანისთვის აუცილებელია.
სპეციალისტი რუტინაში ისეთ რამეებს გულისხმობს, როგორიცაა – ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს ადგომა, საწოლის გასწორება, სასეირნოდ წასვლა.

მიხედე სხეულს
ცნობილი ფაქტია, რომ ფიზიკური აქტივობა მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. სანდერსი ყველას ურჩევს, რომ უფრო მეტი იმოძრაონ და ენდორფინები გამოიმუშაონ.
სწორად კვება, ბევრი სითხის მიღება და საკმარისი ძილი – არის ის ოქროს სამეული, რაც ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.

არ შეგეშინდეს ტირილის

ნორმალურია ის რომ თავს ცუდად გრძნობდეთ და ტირილიც გინდოდეთ.
ჩვენ ადამიანები ვართ და ემოციურობა გვახასიათებს, ამიტომ დოქტორი ფიქრობს, რომ ტირილი ნეგატივისგან დაცლაში დაგვეხმარება.

მეგობრები

გაუზიარეთ თქვენი ემოციები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. სანდერსი ფიქრობს, რომ გაზიარებული პრობლემა – განახევრებული პრობლემაა.

იფიქრე იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგიძლია

იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეგიძლიათ ამ სიტუაციაში ჩართვა და რამის გაკეთება, იმედს აჩენს და თავს ნამდვილად უკეთ გაგრძნობინებთ. დაუკავშირდით თქვენს სიახლოვეს მყოფ უკრაინელებს, ჰკითხეთ თუ რით შეგიძლიათ დახმარება.
გააკეთეთ შემოწირულება ომში მყოფი ადამიანებისთვის და გააპროტესტეთ აგრესია ყველა შესაძლო გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები