ჯონ გოტმანი ცნობილი ფსიქოლოგია, რომელიც ოჯახური ბედნიერების სადუმლოს 40 წელია სწავლობს. საკმარისია ხუთ წუთიანი დიალოგი მასთან, რომ განსაზღვროს, ელის თუ არა წყვილს განქორწინება.
წიგნში „წარმატებული ქორწინების 7 პრინციპი“ ის ეყრდნობა ოთხ ინდიკატორს, რომელიც განსაზღვარს მეუღლეების ურთიერთობას მომავალში. სწორედ გოტმანის თეორიით გახდა ცნობილი, რომ წარუმატებელი ქორწინება ზრდის დაავადებების რისკს 35 %-ით.
ჯონ გოტმანი გვთავაზობს 7 მარტივ რეკომენდაციას, რომლის გათვალიწინებითაც ოჯახი არასოდეს მივა დანგრევის პირას:
- დროულად მიაკითხეთ რჩევისთვის სპეციალისტს
თუ თვლით, რომ თქვენს ოჯახურ თანაცხოვრებაში პრობლემებია, დროულად მიაკითხეთ რჩევისთვის სპეციალისტს. ხშირად, წყვილი წლობით იცდის, რათა ურთიერთობა თავისით დალაგდეს. ამ დროს შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო უმართავი გახდეს. თუ სპეციალისტთან ვიზიტის მზაობა ორმხრივი არაა, სჯობს ეს მარტომ გააკეთოთ.
- „გაფილტრეთ“ თქვენი გამონათქვამები
წყვილები, რომლებიც ცდილობენ ნაკლებად აკრიტიკონ ერთმანეთი და მეტი დრო დაუთმონ პრობლემების გადაჭრაზე საუბარს, ბევრად ამყარებენ ურთიერთობას.
- სიფრხილით ისაუბრეთ პრობლემებზე
ბევრი უთანხმოება კრიტიკითა და კამათით იწყება. ეს ხდება საბაბი ძველი წყენების გასახსენებლად და ხელს უშლის პრობლემის კონსტრუქციული გზით მოგვარებას.
- გაითვალისწინეთ პარტნიორის სურვილები
ნამდვილი პარტნიორობა შესაძლებელია მაშინ, როცა წყვილს შეუძლია კომპრომისზე წასვლა. თუ ხვდებით, რომ მამაკაცს ეს არ გამოსდის, აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე. მართალია, მამაკაცებს ხშირად უჭირთ მეუღლის თხოვნით საკუთარი გეგმების შეცვლა, მაგრამ არც ეს სიტუაციაა უიმედო. ქალებსაც უდიდესი როლი აკისრიათ ურთიერთობების შენარჩუნების საქმეში.
- არ შეგეშინდეთ თავის დაფასება
როცა მეუღლეები თავიდანვე ადგენენ ურთიერთობაში ერთგვარ წესებს, ეს ძალიან კარგია. ნუ მისცემთ მეუღლეს უფლებას დაგამციროთ, ხშირად არ გაითვალისწინოს თქვენი მოთხოვნები. ოღონდ ეს გააკეთეთ ურთიერთობის საწყის ეტაპზე და არა მაშინ, როცა სიტუაცია უმართავი ხდება
- ისწავლეთ, დაასრულოთ კამათი ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ის კონრტოლს ექვემდებარება
გახსოვდეთ, რომ გამარჯვებას ხშირად დათმობა სჯობს. მეუღლეს ხშირად სჭირდება იმის დანახვა, რომ მას პატივს სცემთ და აფასებთ. როცა კამათი გაუსაძლისი ხდება, აიღეთ პაუზა 20 წუთის განმავლობაში და გააგრძელეთ დისკუსია დამცხრალი ემოციებით.
- იაზროვნეთ პოზიტიურად
დადასტურებულია, რომ ბედნიერი წყვილები პრობლემებზე საუბრისას 5- ჯერ მეტ დადებით ფრაზას ამბობენ, ვიდრე უარყოფითს.