ფსიქოლოგებმა მეუღლეებს შორის იდეალური ასაკობრივი სხვაობა გამოავლინეს. ამ საკითხს ატლანტის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა. ისინი 3 ათასამდე ოჯახურ წყვილს აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და ზოგადად ასაკის გავლენას ურთიერთობაზე.
აღმოჩნდა, რომ ის წყვილები, რომელთა ასაკობრივი სხვაობაც ერთ წელს არ აჭარბებდა, შემთხვევათა 3%-ში შორდებოდნენ. ხოლო, 5-წლიანი ასაკობრივი სხვაობის დროს გაყრის რისკი 18%-მდე იზრდებოდა.
დადგინდა, რომ ასაკობრივი სხვაობის ზრდასთან ერთად წყვილის დაშორების ალბათობაც უფრო მეტია. თუმცა, სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ეს კანონზომიერება ყველა წყვილზე ვერ გავრცელდება.