ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დაქორწინებას, მარტო ყოფნას ამჯობინებენ. აღნიშნულ თემაზე სტატიას “ინდეფენდენთი” აქვეყნებს.
როგორც ფსიქოლოგმა ბელა დეპაულომ, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ შეკრებაზე, დენვერში განაცხადა, უნდა შეიცვალოს ის “საყოველთაო სიბრძნე”, რომ დაქორწინებულები უფრო ბედნიერად და ჯანმრთელად ცხოვრობენ.
მისი თქმით, მარტო ყოფნა ადამიანებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს და ცხოვრებას.
“ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მარტო მყოფი ადამიანები, უფრო მეტად ახერხებენ პიროვნულ განვითარებას და უფრო ძლიერები, მიზანდასახულები, დამოუკიდებლები არიან. ასევე, ისინი ნაკლებად იღებენ ცხოვრებაში ნეგატიურ ემოციებს “, -ამბობს დეპაულო.
ფსიქოლოგის თქმით, მარტოხელა ადამიანები, უფრო მეტად ზრუნავენ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, თანამშრომლებზე, ვიდრე დაქორწინებულები.
“სამწუხაროდ, მარტოხელა ადამიანები ხშირად სტერეოტიპების, სტიგმატიზაციის, მარგინალიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. მსგავსი მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს”,- აცხადებს ბელა დეპაულო.
.