LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქიატრიული დაწესებულებაა – ეკონომისტები მთავრობაზე

115
akaki

ეკონომისტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ბახტაძის განცხადებები კომიკურია.

დღეს პრემიერმა თქვა, რომ რუსეთიდან ფრენები იმიტომ უნდა დაფინანსდეს, ნათესავებმა ერთმანეთი რომ ნახონ.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამ განცხადებებს კომიკურს უწოდებს და ამბობს, რომ  ეს არგუმენტი სასაცილო და ლოგიკას მოკლებულია. მისი განცხადებით, ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და მაშინ ყველა მათგანის საქართველოში ჩამოსვლა უნდა დაფინანსდეს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია კი ამბობს, ეს უკვე ფსიქიატრიული დაწესებულებაა.

ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან გვაქვს საქმე უკვე, როცა მთავრობის წევრებზე საუბრობთ, მთავრობის ბევრი წევრი, მინისტრი, მათ შორის, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრიც უნდა შევამოწმოთ ტესტზე, იმიტომ, რომ რთულია, ამ ყველაფერს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამ ყველაფერს ჯობდა, ეთქვა, რომ კი რუსი ტურისტები გვჭირდება და ამიტომ ვაფინანსებთ ფრენებს, ვიდრე ასეთი სულელური „გაპრავება“ მოეფიქრებინათ ამ ყველაფრისთვის,“ – ამბობს აკაკი ცომაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები