2 საათის წინ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა დაიკეტა. მიზეზი სამაშველო სამუშაოებია. ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება.
შეგახსენებთ, მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკიდან უკვე გაწერეს. [related_news id=”227825″ align=”left”]
ამ დროისთვის ექვსი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
დაკარგულად კიდევ ერთი ითვლება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.