LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად ! – თქვენს პერსონალურ მონაცემებს იპარავენ

446
20170908193326581124511

ბოლო დროს პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები გახშირებულია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს. ის მოსახლეობას მოუწოდებს, აღნიშნული კუთხით სიფრთხილე გამოიჩინონ და არ განათავსოს პირადი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში.

„მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები საკმაოდ გაზრდილია. ბოლო დროს გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით. მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, თქვენ ხართ პირველი თავდაცვის მექანიზმი საკუთარი ინფორმაციის დაცვისთვის და გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, როცა შეგყავთ თქვენი პირადი მონაცემები სხვადასხვა ვებგვერდზე”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები