LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრონტის ხაზზე ჩემ ოპერატორს, ტატო გურგენიძეს ოთახის ჩუსტები ჰქონდა წამოღებული“ – ნათია ტრაპაიძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

157
page

ჟურნალისტი, ნათია ტრაპაიძე „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა. ჟურნალისტმა, რომელიც წლების მანძილზე ცხელი წერტილებიდან გვაწვდის ინფორმაციას, არაერთი საინტერესო დეტალი გაიხსენა.

„უამრავი ადამიანი მოკლეს ჩემ თვალწინ, როდესაც თვალს ვხუჭავდი, მათ ვხედავდი“ – ნათია ტრაპაიძე ცხელ ზონაში გადამხდარი თავგადასავლების შესახებ

გადაცემის ბოლოს ნათიამ პატარა კურიოზიც გვიამბო:

„ფრონტის ხაზზე ჩემ ოპერატორს, ტატო გურგენიძეს ოთახის ჩუსტები ჰქონდა წამოღებული. ადამიანებს, რომლებსაც ერთი კვირა ტანსაცმელი არ ჰქონდა გახდილი, მას ჰქონდა ოთახის ჩუსტები და სუნამო. ვერ გავარკვიეთ სუნამო რისთვის ჰქონდა წამოღებული და რომ ვკითხეთ, გვითხრა იმიტომ წამოვიღე, რომ თქვენ კომფორტულად ყოფილიყავითო“, – იხსენებს ნათია.