LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდრიხ ებერტის ფონდი – ქართველი ახალგაზრდების 65% ფინანსურად სხვა ადამიანზეა დამოკიდებული

127
Youth-Group-Lesson-on-Money-e1497372539729

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი 14-29 წლის ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდების ფინანსური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების დადგენა იყო.

გამოკითხული რესპონდენტების 26% ამბობს, რომ მათ საოჯახო ტექნიკის შეძენა დამოუკიდებლად შეუძლიათ, მაგრამ არ შეუძლიათ ახალი მანქანის ყიდვა. 23% ამბობს, რომ საკმარისი ფული მხოლოდ ძირითადი საჭიროებისთვის აქვს, 22% კი აღნიშნავს, რომ შეუძლიათ ტანსაცმლის შეძენა,  მაგრამ არ აქვთ საკმარისი ფული მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის.

გამოკითხული ახალგაზრდების დაახლოებით 17% შედარებით მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფს განეკუთვნება და ამბობს, რომ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მანქანის (10%), ან ბინის (7%) შეძენა. მხოლოდ 2% ამბობს, რომ მის ოჯახს ფული საკვებისთვისაც კი არ ჰყოფნის, 7% პროცენტს კი საკვების შეძენა შეუძლია, მაგრამ არ აქვს საკმარისი ფული ტანსაცმლისთვის.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობას (46%) ფინანსურად მშობლები უზრუნველყოფენ, გამოკითხულთა მხოლოდ 37%-ს აქვს საკუთარი შემოსავალი.

ყოველი ათიდან, დაახლოებით, ერთი ახალგაზრდა (12%) ფინანსურად პარტნიორზეა დამოკიდებული, ხოლო იგივე რაოდენობა ფინანსურ დახმარებას მშობლებისა და/ან ნათესავებისგან იღებს.

გამოკითხულთა მცირე ნაწილი სახელმწიფო დახმარებითა (7%) და საოჯახო პენსიით (5%) საზრდოობს, გამოკითხულთა ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის კი შემოსავლის წყარო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, გრანტი ან სტუდენტური სესხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები