LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯიამ, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ალექსანდრე მოწერელიამ და მიხეილ დაუშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

61
ფრიდონ ინჯია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, “ევროპული სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ალექსანდრე მოწერელიამ და მიხეილ დაუშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს -“საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი  პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია ღიაა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმების ტექსტს “ქართული ოცნების” გარდა, ხელი ოპოზიციური პარტიების შემდეგმა წევრებმა მოაწერეს:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძე,
“ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ,
“რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ,
„მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა
 „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დოკუმენტს ინდივიდუალური ხელი მოაწერეს  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, დავით ბაქრაძემ, ასევე  „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები