კომპანია „ფრესკომ“ საკუთარი ბრენდით პროდუქციის წარმოება დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში 8 იანვრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ხელსაწმენდი.
”კომპანია „ფრესკო“ კვლავ აგრძელებს სოციალურად მიმართულ პროექტებს და ამჯერად მომხმარებელს სთავაზობს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად”, – განაცხადეს კომპანიაში.
გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 8 იანვრიდან „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში დააგემოვნოს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია და კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები.