დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ მომსახურებას, WIZZ Flex-ს ამატებს. WIZZ Flex-ის საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ გააუქმონ ფრენა ჩასხდომის, დაწყებამდე 3 საათით ადრე. ამის სანაცვლოდ კი დამატებითი თანხა არ გადაიხადონ. უფრო მეტიც, გაუქმებული ბილეთის საფასურის 100%, მომხმარებლის პირად ანგარიშზე, ავიაკომპანიის კრედიტზე გადაირიცხება. იმ მომხმარებლებს, ვინც ბილეთის ჯავშანს WIZZ Flex მომსახურებას დაამატებს, მოგზაურობის თარიღისა და მიმართულების შეცვლა უსასრულო რაოდენობით შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდიში, Wizz Air-მა ავიახომალდებზე გააძლიერა ჰიგიენის ნორმები, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მომხმარებლებისა და თანამშრომელების ჯანმრთელობა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ფრენის განმავლობაში, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ევალებათ სახის ნიღბის გამოყენება, ხოლო ბორტგამცილებლებისათვის სავალდებულოა ხელთათმანების გამოყენება.
Wizz Air-ის ავიხომალდები რეგულარულად მუშავდება ინდუსტრიაში წამყვანი ანტივირუსული საშუალებებითა და იწმინდება მკაცრად გაწერილი ყოველდღიური გრაფიკით. თვითმფრინავში ჩასხდომისას, თითოეულ მომხმარებელს გადაეცემა ხელის სადეზინფექციო ხელსახოცები. Wizz Air-ის ავიხომალდში ვეღარ შეხვდებით ჟურნალებს, ხოლო ავიახომალდზე შესყიდვები მხოლოდ უკონტაქტო გადახდით განხორციელდება.