Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ფრენის განახლებიდან 1 თვეში, Air Cairo-მ საქართველოსთან ავიამიმოსვლა ისევ შეაჩერა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენის განახლებიდან 1 თვეში, Air Cairo-მ საქართველოსთან ავიამიმოსვლა ისევ შეაჩერა

86
IMG-1584v1

ეგვიპტურმა ავიაკომპანია Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ფრენა შეაჩერა. როგორც “ავიანიუსს” საქართველოში Air Cairo-ს ​ გენერალურ აგენტ კომპანია “ავიაქსელში” განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი რიგი რეგულაციები გახდა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიის მიერ ქვეყნიდან გაყვანილ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში აღარ უშვებენ.

„Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები ივნისის ბოლომდე გააჩერა. ამ დროისათვის ჩვენი კლიენტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ. არსებული რეგულაციებით მათ საქართველოდან გასვლის უფლება აქვთ, თუმცა ეგვიპტიდან მათი საქართველოში შემოშვება აღარ ხდება, რაც ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ ფონზე კი ბორტზე მხოლოდ 40 მგზავრით ავიაკომპანია არსებული ხარჯების დაფარვას ვერ ახერხებს”, – აცხადებს “ავიაქსელის” ხელმძღვანელი ამირან აბესაძე.

ცნობისთვის, Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 11 აპრილიდან განაახლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები