LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების შესაძლო შეფერხებების პროგნოზირებისთვის, Wizz Air-მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო

164
wizz-air

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფრენების შესაძლო შეფერხებების პროგნოზირებისთვის და მათი შედეგების შესამსუბუქებლად.

ინსტრუმენტი განხორციელდა, როგორც ავიაკომპანიის ახალი სერვისის გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილი, სახელწოდებით PINK, რაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მთავარი კორპორაციული ფერს, ვარდისფერს ნიშნავს.

Wizz Air-ში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიამ უკვე ჩადო 100 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია, რათა სერვისი უფრო საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებული ყოფილიყო.

გასულ წელს ავიაკომპანია მგზავრების მხრიდან კრიტიკას განიცდიდა ფრენების ხშირი დაგვიანების ან გაუქმების და მგზავრების საჩივრების ხანგრძლივი განხილვის გამო.

„ჩვენ არ ვაკმაყოფილებდით ჩვენი მომსახურების სტანდარტებს. PINK არის ჩვენი ვალდებულება, გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება“, – აღნიშნავენ Wizz Air-ში.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირობას დებს, რომ 60 დღის განმავლობაში განიხილავს მგზავრების ყველა საჩივარს, ფრენის გაუქმების დღეს ბილეთების ღირებულებას კრედიტის სახით დააბრუნებს Wizz ანგარიშზე ან მგზავრის საბანკო ანგარიშზე, 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

სერივისის გასაუმჯობესებლად, Wizz Air-მა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გარდა, უზრუნველყო სათადარიგო თვითმფრინავები ფლოტში, გაზარდა პერსონალის რაოდენობა აეროპორტში და გააუმჯობესა ფრენებს შორის საათები ეკიპაჟისთვის მეტი ბუფერული დროის დამატებით.

 

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები