ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
როგორც ორგანიზაცია „ტვიტერში“ წერს, სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი.
“შეშფოთებულები ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობებითა და ფოტოებით. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო მკურნალობა”, – წერია განცხადებაში.