საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House”-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორისაა და მას 100-დან 63 ქულა აქვს. გასულ წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა.
ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველოს მაქსიმალური 7 ქულიდან 3 ქულა აქვს მინიჭებული.
2019 წლის რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყნებია ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი. მათ მაქსიმალური, 100 ქულა აქვთ მინიჭებული.