LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” უკრაინაში პირველადი საჭიროების მედიკამენტებს აგზავნის

59
Untitled design (3)

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქცია გაიმართა.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში, ფრაქციის წევრების, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისა და კერძო კომპანიების შემოწირული თანხით 19 სახეობის გადაუდებელი, პირველადი საჭიროების მედიკამენტი შეიძინეს.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული მედიკამენტების სია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უკრაინის წითელმა ჯვარმა მიაწოდა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შერჩევაც სწორედ მოთხოვნის მიხედვით მოხდა.

“უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი მხრიდან დახმარებას და მხარდაჭერას ვაგრძელებთ. დღეს, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქცია გაიმართა, სადაც ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების, საკრებულოს თანამშრომლების და რამდენიმე კერძო კომპანიის შემოწირული თანხით შეძენილი პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადავეცით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც აღნიშნული ტვირთის უკრაინაში ჩატანას უზრუნველყოფს.

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერასა და თანადგომას”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, უკრაინის წითელი ჯვრისათვის პირველადი საჭიროების მედიკამენტების მიწოდებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უზრუნველყოფს.

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სოლიდარობისა და დახმარების აქციები თბილისის საკრებულოს მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს:

“თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები უწყვეტად ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ სისხლის დონაცია, დღეს კი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, აპარატის თანამშრომლები, ჩვენს მეგობრებთან ერთად, წითელი ჯვრის დახმარებით უკრაინაში ყველაზე საჭირო მედიკამენტებს ვგზავნით”, – აღნიშნა ჩიკვილაძემ.

პირველადი საჭიროების მედიკამენტების გაგზავნის აქციაში მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და აქციაში მონაწილე კომპანიების შპს გუმბათი ჰოლდინგი +, შპს ჯსჯ გრუპი და შპს ოცნების სახლის წარმომადგენლებმა მიიღეს.