საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს ბრალი წაუყენეს. მას ოფიციალური ბრალდება სახელმწიფო სახსრების მითვისების საქმის გამოძების ფარგლებში, თავისი მეუღლის ფიქტიური დასაქმების საკითხზე აქვს წაყენებული.
ერთ-ერთმა გამოცემამ, გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც ფრანსუა ფიიონის მეუღლე პენელოპა ფიიონი წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული ფრანსუა ფიიონის, იმ დროს სენატორის თანაშემწედ პარლამენტის აპარატში. გამოცემის ინფორმაციით, იგი ანაზღაურებას იღებდა, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადია.