LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტში განახლებული კროსოვერის „იქს ერთი“ პრეზენტაცია შედგა

43

ფრანკფურტში კიდევ ერთი დებიუტი შედგა. „ბი ემ დაბლიუმ“ ახალი, განახლებული კროსოვერი „იქს ერთი“ წარმოადგინა.

ახალი თაობის ავტომობილი 53 მილიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე მისი წინამორბედი, რაც წინა თვლების დაკიდების სისტემის დამსახურებაა, რომელიც 36 მილიმეტრით ამაღლდა და ავტომობილის მართვა მძღოლისთვის უფრო კომფორტული გახდა. გარდა ამისა, ცვლილებებია სალონშიც, რომელიც ბევრად უფრო ცოცხალი და ფუნქციონალური გახდა.

 

 

„იქს ერთს“ შეუძლია იამაყოს იმითაც, რომ გააჩნია ადაპტირებული ამორტიზაციის სისტემა, რომელიც განახლებული და შემცირებული ეკრანის დამსახურებით მიიღო. რაც შეეხება ძრავს, კაპოტქვეშ მოთავსებულია ორტურბინიანი, ბენზინზე მომუშავე აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 148-დან 228-მდე ცხენის ძალას შეადგენს, რის გამოც ავტომობილი 17%-ით უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მისი წინამორბედი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები