LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტის მოტორშოუზე რამდენიმე ბრენდი არ გამოვა

38

წელს ფრანკფურტის ავტოსალონს ერთბაშად რამდენიმე ცნობილი ბრენდი გამოაკლდა.

ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოსალონის გამოტოვება შემდეგმა ბრენდებმა გადაწყვიტეს:  DS, Fiat, Alfa Romeo, Jeep, Nissan, Infiniti, Mitsubishi და Volvo.

ინფორმაციას Automotive News მოტორ-შოუს ორგანიზატორებსა და ბრენდების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზი ავტომწარმოებლების მარკეტინგულ პოლიტიკაშია. კონკრეტულად კი კომპანიებს ურჩევნიათ სახსრები საკუთარ ღონისძიებებზე მიმართონ.

ავტოსალონის ორგანიზატორები აღნიშანვენ, რომ წელს ფრანკფურტის ავტოსალონზე ევროპიდან, აშშ-დან და აზიიდან 50-ზე მეტი სავტომობილო ბრენდი იქნება წარრმოდგენილი.

ფრანკფურტის ავტოსალონი ორ წელიწადში ერთხელ იმართება.